ენძელა მაჭავარიანი: ვფიქრობ თავისუფალ ამერიკაზე და იმედით შევცქერი ჩემი ქვეყნის მომავალს

საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის მოადგილე  ენძელა მაჭავარიანი ამერიკის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ სტატუსს ფეისბუქის ოფიციალურ გვერდზე აქვეყნებს.

„დამოუკიდებლობის დღეს ვულოცავ ამერიკას!

დღეს ჩვენ ამერიკელი ხალხის თანადგომით ვიღვწვით ჩვენი ქვეყნის თავისუფლების, მშვიდობისა და უსაფრთხოების დასაცავად.
ამერიკა თავისუფლების, დამოუკიდებლობის სიმბოლოა.
ვფიქრობ თავისუფალ ამერიკაზე და იმედით შევცქერი ჩემი ქვეყნის მომავალს!
ყველაფერს საუკეთესოს ვუსურვებ ამერიკელ ხალხს!

ღმერთმა დალოცოს ამერიკა!
 ღმერთმა დალოცოს საქართველო!“,-წერს ენძელა მაჭავარიანი.

Facebook Comments

ახალი დადებული