ცოცხები და სისხლის მდინარეები არ შეგვახსენოთო, ესაა ნაცმოძრაობის მოთხოვნის მთელი შინაარსი, როცა სიძულვილის ენას ებრძვიან

ნაციონალური მოძრაობისთვის ჩვეულებრივი ამბავია, რომ მათ აღარ იჭერენ პარლამენტის შტურმისთვის, მილიონების მოპარვისთვის და სხვა დანაშაულებისთვის, ეს თემა ჩაიკეცა, ახლა მათი პრეტენზიების თემა განვითარდა და  ითხოვენ, რომ კრიმინალების ნაცვლად, კონსტრუქციული ოპოზიცია უწოდონ,- ასე გამოეხმაურნენ „ალტ ინფოს“ ეთერში, გადაცემა დღის ამბების ანალიზის წამყვანები ხატია დეკანოიძის ბრიფინგს, რომელზეც „ნაციონალური მოძრაობის“ წევრმა მმართველი გუნდი ოპოზიციის მიმართ სიძულვილის ენის გამოყენებაში დაადანაშაულა.

გადაცემის წამყვანების თქმით, ეს ადამიანები იმ დასავლური ძალების მიმდევრები არიან, ვინც დღეს თავისი ქმედებებით დასავლეთს ანგრევს.

„დასავლეთშიც ხომ არის სხვადასხვა მიმდინარეობა. ესენი არიან ყველაზე დებილი მიმართულების  მიმდევრები, ისეთის, რომელიც დღეს დასავლეთს ანგრევს და ცივილაზაციური სუიციდის გზით მიყავს.  ნაცმოძრაობამ კოპი ფეისთით გადმოიღო დასავლელი ლიბერალების ნარატივი, რომლებისთვისაც ფრაზა :„შავების სიცოცხლე მნიშვნელოვანია“ სამართლიანია, ხოლო ფრაზა „ყველას სიცოცხლე მნიშვნელოვანია“- რასიზმი“.

გადაცემის წამყვანები ეხმაურებიან ნაციონალური მოძრაობის წევრის, ხატია დეკანოიძის პრეტენზიებს პრემიერ გიორგი გახარიას მიმართ, რომ ის ოპოზიციას ძველბიჭური ტონით ესაუბრება.

„გახარაიას მიმართ ყველაზე მეტი პრეტენზია, რაც შეიძლება გამოითქვას, ის არის, რომ ზედმეტად რბილი ფორმით ელაპარაკება მათ. „კურდღლები ხართ, -ეს იყო მისი სიმკაცრის მაქსიმუმი, ხან ბოდიშებს იხდის, ხან პანკისში პოლიცია დალეწეს, მივიდა და იქით ბოდიში მოიხადა. ნაცმოძრაობა ამბობს რომ სიტყვა „რადიკალური“ არის სიძულვილის ენა. მათთვის გამოხატვის თავისუფლებაა, როდესაც თავად ვიღაცას შეურაცხყოფენ, მაგრამ სიძულვილის ენაა, თუ მათ მიაყენებს ვინმე შეურაცხყოფას. 

მათი პრეტენზია, რომ სისხლიან 9 წელზე მინიშნებები აღარ უნდა იყოს, სისხლის მდინარეები, ცოცხები და ციხეებში ჩახოცილი ხალხი აღარ უნდა შეახსენონ- ეს არის მოთხოვნის მთელი შინაარსი, როცა სიძულვილის ენას ებრძვიან. რატომ იხსენებთ წინა 9 წელსო ის ხალხი ლაპარაკობს, ვინც 30 წლის წინ დანგრეულ იმპერიაზი ბურღავს ტვინს ბოლო 30 წელია და დღემდე საბჭოთა კავშირს ებრძვის“,-განაცხადა ზურაბ მახარაძემ. 

შეგახსენებთ, „ნაციონალურ მოძრაობაში“ ამბობენ, რომ მმართველი გუნდი ოპოზიციის მიმართ სიძულვილის ენას იყენებს, რადგან „ნაცმოძრაობას“ კრიმინალურ დაჯგუფებად მოიხსენიებს.​

Facebook Comments

ახალი დადებული