ლიონელ მესიმ კარიერა, შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს

“ბარსელონას” ფორვარდმა ლიონელ მესიმ კარიერა, შესაძლოა, ინგლისის პრემიერ ლიგაში გააგრძელოს.
ინფორმაციას Fox Sport-ის არგენტინელი ჟურნალისტი კრისტიან მარტინი ავრცელებს.
გუშინ პრესაში აქტიურად გავრცელდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ ლიონელი 2021 წელს კონტრაქტის ამოწურვის შემდეგ გუნდს დატოვებს.
“იმის ალბათობა, რომ მესი “მანჩესტერ სიტიში” გადავა, საკმაოდ დიდია. ამას ადასტურებენ ჩემი წყაროები ინგლისშიც და კატალონიაშიც. გარიგების პირობებით კი ყველა მხარე კმაყოფილი დარჩება.” – დაწერა მარტინმა.
იმ შემთხვევაში თუ 33 წლის არგენტინელი “სიტის” შეუერთდება, ის მისთვის კარგად ნაცნობი მწვრთნელის პეპ გვარდიოლას თავკაცობით ითამაშებს.

Facebook Comments

ახალი დადებული