მორჩით თქვე მართლა ჯალათებო, კრიმინალებო ამ გაუბედურებული ოჯახით და ამ ბავშვით სპეკულირებას

ვინც იცნობს ნინოს, ყველამ კარგად იცის მისი პრინციპული ხასიათი,-ასე ეხმაურება კულტურის პალატის ხელმძღვანელი დავით ოქიტაშვილი სოციალურ ქსელში შსს-ს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტის ხელმძღვანელის,  ნინო გიორგობიანის მიმართ გაჟღერებულ კრიტიკას იმის გამო, რომ გიორგი შაქარაშვილის საქმის ერთ-ერთი ფიგურანტი ფოტოგრაფი გიორგობიანის ნათესავია.

„ნინო სიმართლეზე წინ არაფერს და არავის დააყენებს, ვინც არ უნდა იყოს ის. მორჩით თქვე მართლა ჯალათებო , მკვლელებო, კრიმინალებო ამ გაუბედურებული ოჯახით და ამ ბავშვით სპეკულირებას.მე ძალიან კარგად ვიცი ოჯახის აზრი და ოჯახმა იცის სიმართლე. ასე რომ დაწყნარდით და დაანებეთ თავი უდანაშაულო ადამიანების გასვრას . თქვენ ბინძურ წარსულს მიხედეთ თქვენსას. წერტილი“,-წერს ოქიტაშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული