ჰარი პოტერის ფანები და მსახიობები ჯოან როულინგს დაუპირისპირდნენ

ჰარი პოტერის ფანებისთვის განკუთვნილმა უმსხვილესმა ვებგვერდებმა უარი განაცხადეს ნაწარმოების ავტორთან, ჯოან როულინგთან რაიმე სახის ურთიერთობაზე. ვებგვერდებზე Leaky Cauldron და Mugglenet აღარ არსებობს მწერლის ოფიციალურ გვერდზე გადასასვლელი ლინკი, მისი ფოტოები, ციტატები და ცნობები მწერლის ცხოვრების სიახლეების შესახებ. განხეთქილების მიზეზია როულინგის მკვეთრი განცხადებები ტრანსგენდერებზე. 

ყველაფერი დაიწყო მაისის ბოლოს. როდესაც მედია-პლატფორმა devex-ზე გამოქვეყნდა სტატია სათაურით „მენსტრუაციის მქონე ადამიანებისთვის პანდემიის შემდეგ უფრო სამართლიანი სამყაროსთვის“. ივნისის დასაწყისში პიბლიკაციას ჯოან როულინგი გამოეხმაურა. „ადამიანები მენსტრუაციით? დარწმუნებილი ვარ, ადრე ასეთ ხალხს სხვა სახელი ჰქონდათ. გამახსენეთ, ქალი?“,-დაწერა როულინგმა ტვიტერზე. 

პასუხმა არ დააყოვნა- მწერალს ბრალი დასდეს ტრანსფობიაში.

როულინგმა თავი იმართლა და განაცხადა, რომ იცნობს ტრანს-პერსონებს და პატივს სცემს, მაგრამ იმის უარყოფა, რომ სქესი (მამრობითი, ან მდედრობითი) არსებობს, სისულელეა. „თუ სქესი არ არსებობს, მაშინ ერთსქესიანთა ურთიერთობაც არ არსებობს“,-განაცხადა მან, რითაც კონფლიქტი კიდევ უფრო გაამწვავა. 

როულინგის გამონათქვამები გენდერ-თემატიკაზე დიდი ხანია კრიტიკის საგანია. ადრე თუ მას სოციალურ ქსელში ანონიმური მომხმარებლები აკრიტიკებდნენ, ამჯერად თავად ჰარი პოტერის როლის შემსრულებელი, დენიელ რედკლიფიც დაუპირისპირდა. მსახიობმა ყველას ბოდიში მოუხადა იმის გამო, რომ როულინგის კომენტარმა მათ ტკივილი მიაყენა. 

მოგვიანებით, როულინგის კრიტიკოსებს შეუერთდნენ ემა უოტსონი, ედი რედმეინი, ბონი რაიტი და სხვა მსახიობები. „ტრანს-პერსონები არიან იმ სქესის, რომელიც თავად სურთ და იმსახურებენ მშვიდ ცხოვრებას ზედმეტი კითხვების გარეშე“,-დაწერა უოტსონმა.

თავად როულინგმა საკუთარი აზრი თავის ბლოგზე დააფიქსირა. მისი თქმით, აუცილებელია სოციალურ ქსელებში დისკუსია გენდერულ საკითხებზე, რადგან ეს თემა პირდაპირ კავშირშია ქალების მიმართ სიძულვილთან. 

„არასდროს მინახავს ქალები ასეთი დამცირებული, როგორც ახლა“,-დაწერა მან. 

იქვე მწერალი ყვება, რომ თავად იყო ოჯახური და სექსუალური ძალადობის მსხვერპლი და ასე სერიოზულად ამიტომ ეკიდება ფემინიზმს. როულინგს მიაჩნია, რომ ქალად გახდომა შეუძლებელია, რადგან ქალი არ არის კაბა, ან მამაკაცი ტვინის წარმოსახვა. 

ამის შემდეგ ლგბტ აქტივისტების ნაწილმა როულინგის დაცვა გადაწყვიტა, თუმცა ნაწილმა ის TERF-ს მიაკუთვნა (რადიკალ ფემინისტებს ტრასფობიური გადახრებით).

ჰარი პოტერის სამყაროს ფანები, რომლებიც როულინგის წიგნებზე გაიზარდნენ, თვლიან, რომ მათ უღალატეს: მწერლის მკვეთრმა გამონათქვამებმა მათ ბავშვობას ჩრდილი მიაყენა. მაგრამ წიგნის უარყოფა არ სურთ, ამის ნაცვლად, გადაწყვიტეს, საყვარელი ისტორიიდან ამოშალონ თავად მწერალი. ვიდეომ, რომელზეც გოგონა წიგნზე როულინგის ინიციალებს შლის, ტიკ-ტოკზე მილიონზე მეტი ნახვა დააგროვა.  

Facebook Comments

ახალი დადებული