რეიგანი, 1975 წელი: თუ ფაშიზმი ოდესმე ამერიკაში მოვა, ის მოვა ლიბერალიზმის სახელით

კალიფორნიის ყოფილმა გუბერნატორმა, შემდგომში კი, ამერიკის შეერთებული შტატების ლეგენდარულმა პრეზიდენტმა, რონალდ რეიგანმა 1975 წელს გადაცემა „60 წუთში“ ეკონომიკურ ფილოსოფიაზე დისკუსიისას თქვა ფრაზა, რომელიც აშშ-ში დღეს განსაკუთრებით აქტუალური გახდა.

„რას ვუწოდებთ ლიბერალს? ერთმა ბრძენმა ადამიანმა, წლების წინ თქვა: „თუ ფაშიზმი ოდესმე ამერიკაში მოვა, ის მოვა ლიბერალიზმის სახელით“. რა არის ფაშიზმი? ეს არის კერძო საკუთრება და კერძო ბიზნესი, მაგრამ სახელმწიფოს მიერ ტოტალური კონტროლი და რეგულირება. განა ეს ლიბერალიზმის ფილოსოფია არ არის? კონსერვატორი კი არის ის, ვინც ამბობს: ნაკლები მმართველობა, მთავრობა შორს უნდა იყოს ჩემგან და ჩემი ჯიბისგან, და მინდა მეტი კონტროლი მქონდეს ჩემი მომავლის განსაზღვრაში“,-განაცხადა რეიგანმა ინტერვიუს დროს.

აშშ-ში, სოციალური ქსელის, „რედიტის“ მომხმარებლები წერენ, რომ აღნიშნული ფრაზა სავარაუდოდ, თავად რეიგანისაა, რადგან ვერსად მოიძიეს სხვა ავტორი, რომელსაც ეს ციტატა შეიძლება ეკუთვნოდეს. მათივე თქმით, რეიგანმა 45 წლის წინ თქვა ის, რაც დღეს დაემართათ ბუშის ნეოლიბერალებს და კლინტონის დემოკრატებს.

Facebook Comments

ახალი დადებული