ბრიტანული კინოს ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელი ვარსკვლავი, ერლ კამერონი გარდაიცვალა

ბრიტანული კინოს ერთ-ერთი პირველი აფროამერიკელი ვარსკვლავი, ერლ კამერონი 102 წლისა გარდაიცვალა, – ინფორმაციას BBC მსახიობის ოჯახზე დაყრდნობით ავრცელებს.

მსახიობი 1917 წლის 8 აგვისტოს ბერმუდში დაიბადა. სიცოცხლის ბოლო წლები კი ქალაქ კენილვორტში, მეუღლესთან ერთად გაატარა.

ოჯახის წევრების თქმით, მსახიობი ძილში გარდაიცვალა.

ბრიტანულ კინოში ერლ კამერონის დებიუტი 1951 წელს, ფილმში „აუზი ლონდონში“ შედგა. ის კარიერის განმავლობაში ათობით ფილმში მონაწილეობდა და 2010 წლამდე აქტიურად იყო ჩართული სამსახიობო საქმიანობაში.

Facebook Comments

ახალი დადებული