კანიე უესტი: კენჭს ვიყრი აშშ-ის პრეზიდენტად

მე კენჭს ვიყრი აშშ-ის პრეზიდენტად, – წერს ამერიკელი რეპერი კანიე უესტი Twitter-ის საკუთარ გვერდზე.

„ჩვენ უნდა განვახორციელოთ ამერიკის დაპირება უფლის რწმენით, ჩვენი ხედვების გაერთიანებითა და მომავლის შენებით. მე კენჭს ვიყრი აშშ-ის პრეზიდენტად“, -წერს რეპერი.

უესტის ტვიტს ილონ მასკი გამოეხმაურა და დაწერა: „შენ ჩემი სრული მხარდაჭერა გაქვს“.

ეს არაა პირველი შემთხვევა, როცა რეპერმა აშშ-ის პრეზიდენტობის სურვილი გამოთქვა. გასული წლის ნოემბერში კანიე უესტმა განაცხადა, რომ 2024 წელს აშშ-ის პრეზიდენტის პოსტისთვის იბრძოლებს.

Facebook Comments

ახალი დადებული