კორონავირუსმა ძალა დაკარგა, თუმცა 10-ჯერ გადამდები გახდა

ოქსფორდის უნივერსიტეტის მკვლევარებმა აღმოაჩინეს, რომ პაციენტების რაოდენობა, რომლებიც ინგლისში კორონავირუსის გამო ყოველდღიურად იღუპებოდნენ, 6%-დან 1%-მდე შემცირდა. ინფორმაციას „ბი ბი სი“ ავრცელებს.

სააგენტოს ცნობით, მიზეზი შესაძლოა იყოს უკეთესი მკურნალობა, პაციენტთა პოპულაციის ცვლილება და სოზონური ფაქტორი. ოქსფორდის უნივერსიტეტის მონაცემებით, 8 აპრილს, ინფექციის აფეთქების პერიოდში, საავადმყოფოებში მკურნალობდა 15 468 პაციენტი, მათგან 899 (6 %) გარდაიცვალა. 21 ივნისს კი, 2698 პაციენტი გადაიყვანეს საავადმყოფოში, მათგან 30 (1%) დაიღუპა. 

მიუხედავად იმისა, რომ მკვლელვარებმა დაზუსტებით ჯერ არ იციან ამ ტენდენციის მიზეზი, ისინი რამდენიმე ფაქტორს გამოყოფენ:

1. უკეთესი მკურნალობა.

ექიმებმა საკმაო გამოცდილება შეიძინეს. ახლა მათ იციან, რომ კოვიდინფიცირებულს დიდი ალბათობით, დასჭირდება სისხლის გასქელებაზე და ჰიპერაქტიურ იმუნურ რეაქციაზე მკურნალობა. ინტენსიურ თერაპიაში კი, უკონტროლო იმუნურ რექაციას დექსამეტაზონით ასუსტებენ. 

2. შედარებით არამოწყვლადი პაციენტები

მკვლევარები მიიჩნევენ, რომ საავადმყოფოებში ადგილების გამოთავისუფლების გამო, ახლა ნაკლებად მძიმე ავადმყოფებსაც აქვთ შანსი სტაციონარული მკურნალობა მიიღონ. შესაბამისად, გართულებები თავიდან აიცილონ და სრულ განკურნებამდე არ გაეწერონ სახლებში.

3. ზაფხული

შესაძლოა, მაღალმა ტემპერატურამაც თავისი როლი ითამაშა. ზაფხულში ნაკლებია სხვა დაავადებები, მზის მეტი სხივები კი, მეტ D ვიტამინს ნიშნავს, რაც იმუნიტეტისთვის აუცილებელია. 

აღსანიშნავია ისიც, რომ აშშ-ში ჩატარებული კვლევებით, ვირუსმა მუტაცია განიცადა და ნაკლებად დამაზიანებელი გახდა, თუმცა გაააქტიურა თავისი საცეცები, რომლის მეშვეობითაც ის 10-ჯერ მეტად შეძლებს უჯრედში შეღწევას და ადამიანის დაინფიცირებას. 

.

Facebook Comments

ახალი დადებული