მსოფლიო მასშტაბით ბოლო 24 საათში კორონავირუსის რეკორდული რაოდენობა გამოვლინდა

ბოლო დღე-ღამის განმავლობაში მსოფლიოში კორონავირუსი 212 326 ადამიანს დაუდასტურდა. ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მონაცემებით, ეს „კოვიდ-19“-ის შემთხვევების რეკორდულად მაღალი ყოველდღიური მაჩვენებელია.

ყოველდღიურად გლობალური მასშტაბით გარდაცვლილთა რიცხვი დააახლოებით ხუთი ათასით იზრდება. ჯონს ჰოპკინსის უნივერსიტეტის მონაცემებით, სულ მსოფლიოში კორონავირუსით გარდაცვლილია 531 069 ადამიანი. ვირუსის გავრცელებიდან დღემდე, კორონავირუსით 11 მილიონ 281 ათასი ადამიანი დაავადდა. აქედან ექვს მილიონზე მეტი უკვე გამოჯანმრთელდა.

კორონავირუსით ინფიცირების შემთხვევებისა და გარდაცვლილების რაოდენობით მსოფლიოში პირველ ადგილზეა აშშ, მეორეზე კი ბრაზილია.

Facebook Comments

ახალი დადებული