პუტინი: აშშ-ს საელჩოზე ლგბტ დროშით დაგვანახეს, იქ ვინ მუშაობს

რუსეთის პრეზიდენტ ვლადიმერ პუტინს მიაჩნია, რომ მოსკოვში აშშ- საელჩოდან გადმოფენილი ცისარტყელას ფერების დროშა, რომელიც ლგბტ თემს ეკუთვნის, საელჩოს თანამშრომლებზე მიანიშნებს. ამის შესახებ პუტინმა საკონსტიტუციო ცვლილებასთან დაკავშირებით გამართულ სამუშაო შეხვედრაზე განაცხადა. ინფორმაციას RTVI ავრცელებს.

„ისინი გვაჩვენებენ, ვინ მუშაობს ამ შენობაში. მაგრამ არა უშავს, ჩვენ ხომ ხშირად გვისაუბრია ამ თემაზე, და გვაქვს გასაგები პოზიცია“,-განაცხადა პუტინმა. თუმცა მან არ დააზუსტა, რა დასკვნები გამოიტანა საელჩოს თანამშრომლებზე. 

ვლადიმერ პუტინის თქმით, რუსეთში არავის უზღუდავენ უფლებებს არც რელიგიური, არც ნაციონალური და არც სექსუალური ორიენტაციის ნიშნით.  

მოსკოვში აშშ-ს საელჩოზე ლგბტ თემის დროშა ივნისის ბოლოს გამოჩნდა. 

Facebook Comments

ახალი დადებული