„რეალს“ ამ ზაფხულს სადიო მანეს შეძენა არ შეუძლია

ესპანური პრესის ინფორმაციით, მადრიდის „რეალი“ უარს იტყვის „ლივერპულისგან“ სადიო მანეს შეძენაზე, მიზეზი ფეხბურთელის ღირებულებაა.

გარდა ამისა, მანე „ლივერპულში“ კვირაში 150 ფუნტს გამოიმუშავებს და მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობა არასწორად მიიჩნევს ასეთ პირობებზე 28 წლის სენეგალელის გაფორმებას, სანამ დანარჩენი შემადგენლობა კორონავირუსის პანდემიის გამო ხელფასის შემცირებას დაეთანხმა.

„რეალს“ ჯერ ისევ არ შეუთანხმებია ახალი კონტრაქტის პირობები კაპიტან სერხიო რამოსთან, რასაც ასევე გაურკვევლობა შეაქვს სატრანსფერო ბაზარზე კლუბის გეგმებში.

ამასთან, „რეალის“ მთავარი მწვრთნელი ზინედინ ზიდანი მანეს დიდი თაყვანისმცემელია, მაგრამ ფრანგი სპეციალისტიც თანხმდება, რომ ამგვარ ფინანსურ სიტუაციაში ფორვარდის ტრანსფერი შეუძლებელია.

მანემ ამ სეზონში 28 მატჩი ჩაატარა, 15 გოლი გაიტანა და ცხრა შედეგიანი პასი შეასრულა.

Facebook Comments

ახალი დადებული