რეკომენდაციები ღია და დახურული ტიპის აუზებისთვის

ჯანდაცვის სამინისტრომ ყველა ტიპის ღია და დახურული აუზებისთვის რეკომენდაციები შეიმუშავა.

ვიზიტორების გადაადგილება მოხდება მხოლოდ ფუნქციური სქემით – გარდერობი, გასახდელი, საშხაპე, ფეხის აბაზანა, აუზის აბაზანა.

დაუშვებელია აუზში შესვლა აუზის საშხაპის გავლის გარეშე.

დიდი ზომის აუზებში წყლის განახლება მოხდება 8საათში ერთხელ, რეცირკულაციის ხარჯზე. მცირე აუზებში წყლის გამოცვლა დასაშვებია წყლის უწყვეტი ნაკადით, რომლის შეცვლის დრო არა უმეტეს 24 საათია.

შეზლონგი გამოყენებამდე/გამოყენების შემდგომ, დამუშავდება სადეზინფექციო ხსნარით.

მომხმარებლისთვის განკუთვნილი იქნება ინდივიდუალური პირსახოცი – ერთჯერადი შეფუთვით. სარგებლობის შემდეგ პირსახოცი დარჩება ადგილზე.

მომსახურე პერსონალი აღჭურვილი იქნება ხელთათმანებით, ნიღბით, სპეცფეხსაცვლითა და ხალათით, პირსახოცებს შეაგროვებს ერთჯერად პარკში და განათავსებს კონტეინერში.

შეზლონგებს შორის დაცული იქნება არანაკლებ 2 მეტრიანი დისტანცია. გამონაკლისი ვრცელდება 12 წლამდე მოზარდებზე.

გასახდელებსა და საშხაპეებს ხშირი დეზინფექცია ჩაუტარდებათ.

შეგახსენებთ, საცურაო აუზები პანდემიის გამო მარტის შუა რიცხვებში დაიკეტა. ამ ეტაპზე უცნობია ზუსტი თარიღი, როდის გაიხსნება ისინი.

Facebook Comments

ახალი დადებული