როგორ დავისვენებთ ზღვაზე პანდემიის პირობებში – ჯანდაცვამ რეკომენდაციები შეიმუშავა

ჯანდაცვის სამინისტრომ სანაპირო ზოლებისთვის, როგორც დამსვენებლებისთვის, ისე დასაქმებულებისთვის, რეკომენდაციები შეიმუშავა.

მიზანშეწონილია, სანაპირო ზოლზე ფეხით მოსიარულეთა ბილიკები განისაზღვროს. ასევე განიხილება პლაჟების ზონებად დაყოფის შესაძლებლობა.

პერიოდულად დასუფთავდება სანაპირო ზოლი ნარჩენებისგან, რომელიც დახურული სახით მოხვდება ნაგავსაყრელ ყუთებში.

სანაპირო ზოლის დასუფთავებაში მონაწილე პირები აღიჭურვებიან ხელთათმანებით, სახის დამცავი ფარით/ნიღბით,

მოთხოვნები ვიზიტორთა მიმართ

დახველების და დაცემინების დროს მიიფარეთ სუფთა ხელსახოცი ან იდაყვში მოხრილი მხარი. გამოყენებული ერთჯერადი ხელსახოცი კი გადააგდეთ ურნაში.

ვალდებულებები საპლაჟო ინფრასტრუქტურისთვის (საზღვაო ტრანსპორტი, შეზლონგი/ქოლგა, სკუტერი, ველოსიპედი და სხვ) 

დასაქმებულ პირებს თერმოსკრინინგი ჩაუტარდებათ, რათა სამუშაოს დაწყების წინ გაკონტროლდეს პერსონალის ჯანმრთელობის მდგომარეობა ტემპერატურის გაზომვით.

უპირატესობა მიენიჭება უნაღდო ანგარიშსწორებას, წინააღმდეგ შემთხვევაში პერსონალმა უნდა გამოიყენოს ხელთათმანები.

სავალდებულოა დისტანციის დაცვა. გამონაკლისის გავრცელება შესაძლებელია 12 წლამდე მოზარდზე.

წყლის ტრანსპორტს- სკუტერს, ველოსიპედს, ნავს, ასევე შეზლონს, ქოლგას და სხვა ატრიბუტებს, გამოყენების შემდეგ ჩაუტარდებათ დეზინფექცია.

დახურულ სივრცეში განთავსდება დეზობარიერი, შესაბამისი სავალდებულო ნიშნის მითითებით.

მოთხოვნები ღია სივრცეში განთავსებული საშხაპეებისა და საპირფარეშოებისათვის 

საშხაპეების დალაგება/დასუფთავება/დეზინფიცირება განხორციელდება დაბინძურების შესაბამისად, მაგრამ არანაკლებ 2 საათიანი ინტერვალით.

Facebook Comments

ახალი დადებული