სოზარ სუბარი: არჩევნების მოგების მაღალი შანსი გვაქვს, რადგან ჩვენს მიმართ ხალხის ნდობა მაღალია

„არჩევნების მოგების მაღალი შანსი გვაქვს, რადგან ჩვენს მიმართ ხალხის ნდობა მაღალია და ეს ყველა გამოკითხვით დასტურდება“, ამის შესახებ პრემიერის მრჩეველმა სოზარ სუბარმა გადაცემაში „ქრონიკა“ განაცხადა.

მისი თქმით, ოპოზიციამ დაკარგა შანსი, რომ თუნდაც სერიოზული წარმომადგენლობით იყვნენ პარლამენტში.

სოზარ სუბარის თქმით, პროპორციულ სისტემასთან დაკავშირებით „ნაციონალური მოძრაობის“ ქმედებები განამტკიცებს ხალხის ხედვას, რომ ის არის მავნებლური, კრიმინალური, დესტრუქციული ძალა.

„თუ ეს გამოიწვევს იმასაც, რომ საზოგადოების ის ნაწილი, რომელიც ჩვენ არ გვენდობა და ეძებენ რაღაც ძალებს, საბოლოოდ დაინახავენ, რას წარმოადგენს „ნაციონალური მოძრაობა“ და დაიწყებენ სხვა პოლიტიკური ძალების ძებნას, ესეც შეიძლება, კარგი პროცესი იყოს, რადგან, იქნებ დადგეს დღე, როცა გამოიკვეთება მართლაც ღირსეული ოპოზიციაც, რომელიც ქვეყნის მართვაშიც მიიღებს მონაწილეობას და მუდმივად ქვეყნის წაქცევაზე არ იქნება ორიენტირებული“, – განაცხადა სოზარ სუბარმა.

Facebook Comments

ახალი დადებული