გერმანიაში ბოლო 24 საათში კორონავირუსის 239 შემთხვევა გამოვლინდა, გარდაიცვალა ორი ინფიცირებული

გერმანიაში ბოლო დღე-ღამეში კორონავირუსის 239 ახალი შემთხვევა გამოვლინდა. გარდაიცვალა ორი ინფიცირებული. ინფორმაციას რობერტ კოხის ინსტიტუტი ავრცელებს.

ვირუსის გავრცელებიდან დღემდე გერმანიაში სულ რეგისტრირებულია „კოვიდ-19“-ის 196 335 შემთხვევა. გარდაცვლილთა საერთო რიცხვი 9 012-ს შეადგენს.

ინფიცირებულთაგან 180 ათასზე მეტი გამოჯანმრთელდა.

Facebook Comments

ახალი დადებული