ბრესტის „დინამოს“ 11 ფეხბურთელს ტესტირებისას კორონავირუსი დაუდასტურდათ

ბრესტის „დინამოს“ საკადრო პრობლემები შექნნა. 

გუნდის 11 ფეხბურთელს კორონავირუსის ტესტზე დადებითი პასუხი აქვს.

“Tribuna“-ს ინფორმაციით, მეკარე სერგეი იგნატოვიჩი, ნახევარმცველები რომან იუზეპჩუკი და ალექსანდრ გოიოკი ბრესტის ერთ-ერთ საავადმყოფოში იმყოფებოდნენ.

გუნდმა ტესტირება ბელარუსის ჩემპიონატის მე-16 ტურის შემდეგ გაიარა. „დინამომ” „სმოლევიჩთან” მატჩი 3:3 დაასრულა. თამაშამდე ბრესტელები შეხვედრის გადადებას ითხოვდნენ, თუმცა ქვეყნის ფეხბურთის ფედერაციამ მათი მოთხოვნა არ დააკმაყოფილა.

Facebook Comments

ახალი დადებული