ეკა ბესელია: დავით ჭაკუას ხელმძღვანელობით, ციხეში სისასტიკე საკუთარი თვალით მაქვს ნანახი

მე იმ პერიოდში ვეწეოდი საადვოკატო საქმიანობას. ვიცავდი ადამიანებს, რომლებიც უსამართლოდ და უკანონოდ იმყოფებოდნენ სასჯელაღსრულების დაწესებულებაში, არაადამიანურ პირობებში, წამების ქვეშ, – აცხადებს პარლამენტის დამოუკიდებელი დეპუტატი, ეკა ბესელია.

„ეს იყო სისტემა, რომელსაც ჭაკუა ხელმძღვანელობდა, იქ იყო გაუსაძლისი, არაადამიანური პირობები და ეს ვიცი არა გადმოცემით, არამედ საკუთარი თვალით მაქვს ნანახი, როცა შევდიოდი საპატიმროში“, – აღნიშნა დეპუტატმა.

დეტალურ ინფორმაციას იმის შესახებ, თუ რა საქმეებშია ბრალდებული დავით ჭაკუა საქართველოში, გაეცანით ამ ბმულზე.

Facebook Comments

ახალი დადებული