პიტერ სიიარტო: პანდემიის დროს საქართველოსა და უნგრეთის მეგობრობა უფრო გაღრმავდა

ჩვენი მეგობრობა განოყიერდა და გაღრმავდა ამ პანდემიის დროს. უნგრეთიდან დიდი ოდენობით მედიკამენტი შემოდის საქართველოში. მიგვაჩნია, რომ აღმოსავლეთისკენ გახსნის პოლიტიკა ჩვენთვის, უნგრელებისთვის, ერთ-ერთი ყველაზე მნიშვნელოვანია, – ამის შესახებ უნგრეთის საგარეო საქმეთა და ვაჭრობის მინისტრმა, პიტერ სიიარტო ქართველ კოლეგასთან შეხვედრისას განაცხადა.

„დიდი მადლობა მინდა გადავუხადო საგარეო საქმეთა მინისტრს, რომ პატივი დაგვდო და ამ პანდემიის პირობებში, ჩვენ ვიყავით პირველი ქვეყანა, რომლის წარმომადგენელსაც აქ ჩამოსვლის უფლება მიეცა. საქართველომ ამ სფეროში ძალიან დიდ წარმატებას მიაღწია. 100-ადამიანზე გაანგარიშებით, საქართველოს, ევროპაში, ყველაზე მცირე რაოდენობით ინფიცირებული ჰყავს. მინდა მოგახსენოთ, რომ უნგრეთსაც ძალიან დიდი წარმატებები აქვს ამ სფეროში. ვფიქრობ, რომ, მომავალში, იმისთვის, რომ შევინარჩუნოთ ჩვენი მიღწევები, ძალიან ფრთხილად უნდა გადავდგათ ნაბიჯები, ვინაიდან ადამიანის სიცოცხლე და ჯანმრთელობა ყველაზე მნიშვნელოვანია. კითხვები შეეხებოდა საზღვრის გახსნის საკითხს, რაც წარსულში, რა თქმა უნდა, დახურული იყო. ცხადია, გვესმის, რომ საქართველომ გააგრძელა საერთშორისო მოძრაობის ვადები, მაგრამ, იმის გამო, რომ ორივე ქვეყანას დიდი წარმატება აქვს მიღწეული და ორივე ფრთხილ ნაბიჯებს დგამს. საქართველოში უნგრეთის ძალინ ბევრი მოქალაქეა, გასულ წლებშიც ათასობით უნგრელი ჩამოვიდა. ამიტომ, ჩვენ შევთანხმდით, რომ შეიქმნას სამუშაო ჯგუფი, რომელიც ორივე ქვეყანას მუდმივ რეჟიმში მიაწვდის ინფორმაციას. ამ გზით, ქვეყნებს შორის ინფორმაციის გაცვლა მოხდება“ – განაცხადა პიტერ სიიარტომ.

პანდემიის შემდეგ ის პირველი მაღალი რანგის სტუმარია.

Facebook Comments

ახალი დადებული