საქართველოში კორონავირუსით 2 ადამიანი დაინფიცირდა, კიდევ 2 კი გამოჯანმრთელდა

საქართველოში კორონავირუსით კიდევ 2 ადამიანი დაინფიცირდა, 2 კი გამოჯანმრთელდა. ინფორმაცია ამის შესახებ ვებგვერდზე stopcov.ge გამოქვეყნდა.

საერთო ჯამში ქვეყანაში კორონავირუსი 953 ადამიანს დაუდასტურდა, აქედან 830 უკვე გამოჯანმრთელდა, 15 ადამიანი კი გარდაიცვალა.

კარანტინის რეჟიმში 3828 ადამიანი რჩება, სტაციონარში მეთვალყურეობის ქვეშ კი – 192.

Facebook Comments

ახალი დადებული