ქაღალდი არის ვირუსის ერთ-ერთი გადამტანი – აბიტურიენტების ნაშრომები რამდენიმედღიან კარანტინს გაივლიან

2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების მონაწილეების ნაშრომები რამდენიმედღიან კარანტინს გაივლიან. ამის შესახებ EDU.ARIS.GE -ს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა სოფო გორგოძემ განუცხადა.

„კარანტინი ნიშნავს იმას, რომ ეს ნაშრომები არ გაიხსნება რამდენიმე დღე, არავინ არ შეეხება, ამის შემდეგ დავიწყებთ ამოლაგებას. მაინც მაქსიმალური სიფრთხილით, ხელთათმანით, ხელის დამუშავებით, იმიტომ რომ ქაღალდი არის ვირუსის ერთ-ერთი გადამტანი. ჩვენ მაქსიმალურად ვეცდებით, რომ აგვისტოს ბოლოს პირველადი შედეგები ჰქონდეთ აბიტურიენტებს”,- განგვიცხადა სოფო გორგოძემ.

მისივე ინფორმაციით, 2020 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების ორგანიზებისთვის დაახლოებით 2000 პირია დასაქმებული, რომლებსაც ჯანდაცვის სამინისტროს მიერ შემუშავებული მკაცრი რეკომენდაციების დაცვა მოუწევთ.

Facebook Comments

ახალი დადებული