„ბორცვაძემ მაგრად მიჭირხვნა მოყაყანე, ძირითადად, უვიცი ჟურნალისტები ბრიფინგზე“

ვლადიმერ ბორცვაძემ მოყაყანე, ძირითადად, უვიცი ჟურნალისტები ბრიფინგზე მაგრად მიჭირხვნა,-ასე ეხმაურება ექსპერტი გია აბაშიძე შინაგან საქმეთა მინისტრის დღევანდელ ბრიფინგს.

აბაშიძის თქმით, ჟურნალისტებმა კომპეტენტური შეკითხვების დასმაც ვერ მოახერხეს.

„ვლადიმერ ბორცვაძე, შს მინისტრის მოადგილე. უმაგრესი სპიკერი. მაგრად მიჭირხვნა მოყაყანე, ძირითადად, უვიცი ჟურნალისტები ბრიფინგზე.
ჩემი პატივისცემა მას. აი, ასე უნდა ჩააჩუმო გოიმი ამებები, შეკითხვის დასმაც რომ არ იციან“,-წერს გია აბაშიძე.

შეგახსენებთ, დღეს ვლადიმერ ბორცვაძემ 19 წლის ბეხბურთელის, გიორგი შაქარაშვილის საქმეზე ბრიფინგი გამართა და ჟურნალისტების კითხვებს უპასუხა. ბორცვაძემ მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციას „შკოდას“ ფირმის ავტომობილთან დაკავშირებით, სიცრუე უწოდა, ხოლო გამომძიებლის პატაკს, რომ შესაძლოა, ფოტოგრაფმა გადაღებული მასალა გაანადგუროს, სტანდარტული საგამოძიებო პროცედურა.

„რაც შეეხება გავრცელებულ ვიდეოკადრებს, „შკოდას“ ფირმის ავტომობილთან დაკავშირებით, ეს არის სრული სიცრუე და ტყუილი. გამოძიებით დადგენილია, რომ იმ, კადრებზე, რომელშიც ვითომდა, მოძრაობს „შკოდა“ და ავტომანქანაში ისვამს მოქალაქეებს, არის რეალურად „ტოიოტა პრიუსის“ ავტომობილი, ეს არის ტაქსი, რომლის მძღოლიც დადგენილია, დაკითხულია და ეს ფაქტი დადასტურებულია. რაც შეეხება მანიპულაციას „შკოდას“ ფირმის ავტომობილთან დაკავშირებით. მედიით გავრცელდა, რომ თითქოს ნინო გიორგობიანმა, ჩემმა კოლეგამ მცხეთის სამმართველოს უფროსის მოადგილე გელაშვილი „შკოდას“ ფირმის ავტომობილით გაგზავნა იაკობ ბრეგვაძის წამოსაყვანად. ეს არის სრული სიცრუე. იმ ღამით გელაშვილი იმყოფებოდა ქარელში, თავის საცხოვრებელ სახლში“,-განაცხადა ვლადიმერ ბორცვაძემ.

მისივე თქმით, ვინც იურისპრუდენციაში ერკვევა და იცის, გადაუდებელი საგამოძიებო მოქმედების დროს, როგორ უნდა ჩატარდეს საგამოძიებო მოქმედებები, არის სტანდარტული ვარაუდი, როდესაც გამომძიებელი ვარაუდობს, რომ თუ დროულად არ ჩაატარებს საგამოძიებო მოქმედებებს, შესაძლოა, ნივთმტკიცება განადგურდეს, ეს არის ვარაუდი, გათვალისწინებული საქართველოს სისხლის სამართლის საპროცესო კოდექსით გათვალისწინებული.  

„გამომძიებელმა ივარაუდა, რომ შესაძლებელია ეს მომხდარიყო, შეადგინა დოკუმენტი, ამოიღო ნივთები, რომლებიც მიაჩნდა, რომ იყო მნიშვნელოვანი საქმის ფაქტობრივი გარემოებებისთვის“,-განუცხადა ბორცვაძემ ჟურნალისტებს.

თქვენ გინდათ, რომ დღევანდელი ბრიფინგი სასამართლოს რეჟიმში გადავიყვანოთ და მტკიცებულებები განვიხილოთ, ეს არ გამოვა“,-დასძინა მან.  

Facebook Comments

ახალი დადებული