ეკატერინე ტიკარაძე: ფრენების აღდგენასთან დაკავშირებით ქვეყნებთან ინდივიდუალურად ვმუშაობთ

Nusagi

საქართველო ევროკავშირის ქვეყნებთან ერთად მოხვდა იმ სიაში, რომელსაც ევროკავშირი აღიარებს, როგორც მწანე ქვეყანას და შესაბამისად მზად არის, რომ საზღვრები – ამის შესახებ ჯანდაცვის მინისტრმა მარნეულში ჟურნალისტებს განუცხადა.

ეკატერინე ტიკარაძის განმარტებით, აქ არის გამოკვეთილი გარკვეული ქვეყნები, სადაც ეპიდისტუაცია საქართველოს მსგავსია.

„ეს ნიშნავს იმას, რომ ამ ქვეყნებიდან ფრენების აღდგენას არ ექნება საქართველოს ეპიდსიტიაციაზე უარყოფითი გავლენა. შესაბამისად ჩვენ დღესდღეობით ვმუშაობთ ინდივიდუალურად ამ ქვეყნებთან იმასთან დაკავშირებით, რომ მოხდეს დეტალური შეთანხმება, თუ რომელი პირობები იქნება დაცული იმ შემთხვევაში, თუ ქართველი მგზავრი იმგზავრებს ევროპის მიმართულებით ან პირიქით, თუ ევროპელი ჩამოვა საქართველოში“- აღნიშა ეკატერინე ტიკარაძემ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: