“ის რაც ავსტრიაში მოხდა, ხვალ შეიძლება საქარველოში მოხდეს…” – ჩეჩენი ბლოგერის მიმართვა გაბუნიას

,, გიორგი გაბუნია უსაფრთხოდ ვერ იქნება, ის რაც ავსტრიაში მოხდა, ხვალ შეიძლება საქარველოში მოხდეს” – ამის შესახებ, ჩეჩენმა ბლოგერმა, ტუმსო აბდურახმანოვმა “მთავარ არხთან” ინტერვიუში განაცხადა.

მისივე თქმით, მამიხან უმაროვის მკვლელობა ნიშნავს, რომ ხვალ მასთან და გაბუნიასთანაც მივლენ.

“მოკლული მამიხან უმაროვი რამზან კადიროვსა და მის გარემოცვას აქტიურად აკრიტიკებდა, ყველასთვის ცნობილია, რომ მისი ლიკვიდაციისთვის ჯილდოც კი იყო დაკავებული. ბლოგერის მკვლელობის უკან, რა თქმა უნდა, კადიროვი დგას და ამის შესახებ ავსტრიის პოლიციაც ინფორმირებულია. მამიხან უმაროვი პირდაპირ კავშირშია იმ ადამიანებთან, რომლებიც ამ ე.წ. რუსულ ელიტას აკრიტიკებს. დარწმუნებული ვარ, ეს დამნაშავეები ამ წუთასაც კი მხოლოდ იმაზე მუშაობენ, რომ მეც და გაბუნიაც გაგვანეიტრალონ”-ამბობს ტუმსო აბდურახმანოვი.

წყარო: odishinews.ge

Facebook Comments

ახალი დადებული