მაშველებმა კლდიდან გადავარდნილი ჰასკის ლეკვი გადაარჩინეს

ცხოველთა მონიტორინგის სააგენტოს მაშველებმა კლდიდან გადავარდნილი ჰასკის ლეკვი გადაარჩინეს.

მაშველებს დასახმარებლად მოქალაქემ მიმართა. მისი თქმით, ძაღლის ხმა რამდენიმე დღის განმავლობაში ესმოდათ, თუმცა ადგილსამყოფელს თავად ვერ მიაკვლიეს.

ჰასკის ლეკვი პატარა ლილოს დასახლების ტერიტორიაზე კლდის დამრეცი ნაწილიდან გადავარდა, საიდანაც ამოსვლა ვერ შეძლო.

მაშველებმა მისი ზუსტი ადგილსამყოფელი განსაზღვრეს და ცხოველს დახმარება აღმოუჩინეს.

Facebook Comments

ახალი დადებული