მიკელ არტეტა – სებალიოსი ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა

ლონდონის „არსენალის“ მთავარი მწვრთნელი დანი სებალიოსის თამაშით კმაყოფილია და ფეხბურთელის გუნდში დატოვებას ცდილობს, – იუწყება Sky Sports.

სებალიოსი ლონდონურ კლუბში იჯარის წესით „რეალიდან“ გადმოვიდა და არტეტას სურს, რომ მადრიდული კლუბის ხელმძღვანელობასთან ფეხბურთელის ტრანსფერის ან იჯარის გაგრძელების თაობაზე მოილაპარაკოს.

„მისი თამაშით ნამდვილად კმაყოფილი ვარ, – ამბობს ლონდონელთა მთავარი მწვრთნელი. – მომწონს, ის აზარტი და დამოკიდებულება, რომელსაც სებალიოსი მოედანზე იჩენს, იქნება ეს ვარჯიში თუ ოფიციალური მატჩი. ფეხბურთელი სწორი მიმართულებით ვითარდება და ჩვენთვის ძალიან მნიშვნელოვანი მოთამაშე გახდა.

ცხადია, სებალიოსი ჩვენ არ გვეკუთვნის, მაგრამ „რეალთან“ მოლაპრაკებას გავმართავთ და ვნახოთ, რას მივაღწევთ“.

Facebook Comments

ახალი დადებული