Advertisements

მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დაშლის წინაშეა

მოძრაობა „ძალა ერთობაშია“ დაშლის წინაშეა.

როგორც „ახალი საქართველოს“ ლიდერმა, გიორგი ვაშაძემ „იმედს“ განუცხადა, დღეის მდგომარეობით „ძალა ერთობაშია“ ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას, თუმცა რა იქნება მომავალში, ჯერ უცნობია.

„დღეის მდგომარეობით „ძალა ერთობაშია“ ჩვეულებრივად აგრძელებს მუშაობას, თუმცა ხვალ, ზეგ, ახალი საარჩევნო სისტემიდან გამომდინარე, რა გადაწყვეტილებას მივიღებთ, უცნობია. ყოველთვის ერთი რამ უნდა ვიფიქროთ: მთავარია რა უნდა ხალხს და არა ის, რა უნდა კონკრეტულ პოლიტიკურ პარტიას თუ ლიდერს“, – აცხადებს ვაშაძე.

მიუხედავად იმისა, რომ ამ ოპოზიციურ ერთობას აქვს გაფორმებული შეთანხმება საპარლამენტო არჩევნებში კოალიციური ფორმით გასვლის თაობაზე, გიორგი ვაშაძე ამბობს, რომ ეს ყველა პარტიის საარჩევნო სტრატეგიის ნაწილია.

„რაც შეეხება პროპორციულ საარჩევნო სიას, ეს სტრატეგიის ნაწილია, ყველა როგორ ხედავს და ამაზე ჩამოვყალიბდებით, როგორ ჯობია: ცალ-ცალკე გვქონდეს პროპორციული საარჩევნო სიები, თუ ერთიანად გვქონდეს გარკვეულ პოლიტიკურ პარტიებს“, – აცხადებს „ახალი საქართველოს“ ლიდერი.

მოძრაობის „ძალა ერთობაშია“ წევრებმა დღეს შეხვედრა გამართეს, რომელსაც „ნაციონალური მოძრაობა“ და „ახალი საქართველო“ არ დასწრებია.

„ძალა ერთობაშიას“ წევრები აცხადებენ, რომ მიუხედავად წერილობითი შეთანხმებისა, „ნაციონალურმა მოძრაობამ“ დრო ითხოვა, იმის გადასაწყვეტად, მათთან ერთად წარდგება საპარლამენტო არჩევნებზე, თუ დამოუკიდებლად.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული