სააკაშვილის უკრაინაში საქმიანობა შესაძლოა, ისევ ხანმოკლე აღმოჩნდეს, როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ

სააკაშვილის უკრაინაში საქმიანობა შესაძლოა, ისევ ხანმოკლე აღმოჩნდეს. როგორც ექსპერტები ვარაუდობდნენ, ყოფილი პრეზიდენტი ისევ სკანდალშია.
უკრაინული ვებ გვერდის მიერ გავრცელებული აუდიოჩანაწერები, გამოსვლა, რომელმაც მოსამართლეთა მწვავე კრიტიკა გამოიწვია და ბრალდება, რის საფუძველზეც ჟურნალისტებმა ადგილობრივ საგამოძიებო უწყებებს უკვე მიმართეს – ეს ყველაფერი სააკაშვილის მიერ დაკავებულ პოსტთან წინააღმდეგობაში მოდის. ადგილობრივი პრესის ინფორმაციით, ზელენსკის ადმინისტრაციის წევრთა უმეტესობა უკვე სააკაშვილის გადაყენებას ითხოვს.

უკრაინული პრესა აქტიურად წერს, რომ ზელენსკის ოფისში მიხეილ სააკაშვილის თანამდებობიდან გადადგომას აქტიურად განიხილავდნენ. მიზეზად, სააკაშვილის და ადეიშვილის ფარული სატელეფონო საუბარი სახელდება. ზელენსკის ადმინისტრაციის წერვებს მიაჩნიათ, რომ სააკაშვილმა უკრაინისთვის ვერაფერი გააკეთა, მისი თანამდებობაზე ყოფნა კი, ვნებს ორი ქვეყნის – საქართველოსა და უკრაინის ურთიერთობებს. კიდევ ერთი მიზეზი, რის გამოც ზელენსკის ადმინისტრაციაში სააკაშვილის გადაყენებას ითხოვენ, ეს მისი რეფორმებია.

„ჩინური ღამურები გაცილებით უსაფრთხოა, ვიდრე ქართული რეფორმები. მე კახა ბენდუქიძის ქუჩიდან 100 მეტრში ვცხოვრობ . ბენდუქიძის, რომელიც საქართველოში პასუხისმგებელი იყო რეფორმებზე და რომელმაც განაცხადა: „გავყიდით ყველაფერს, სინდისის გარდა“… სიმართლე რომ ითქვას, სინდისი ადამიანს სწორედ იმისთვის სჭირდება, რომ შეახსენოს ადამიანს – ყველაფერი არ იყიდება. მითხარი ვინ არის შენთან რეფორმებზე პასუხისმგებელი და გეტყვი, ვინ ხარ შენ“,-აცხადებს სატელევიზიო ინტერვიუში უკრაინელი ექსპერტი.

უკრაინული პრესის ინფორმაციით, ვლადიმერ ზელენსკიმ სააკაშვილის თანამდებობიდან გათავისუფლება მოითხოვა, თუმცა მისივე ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა ყველაფერი გააკეთა იმისთვის, რომ ეს საკითხი დღის წესრიგიდან მოხსნილიყო.

Facebook Comments

ახალი დადებული