“შემიძლია გითხრათ ერთადერთი – ფოტო მასალით დაზიანებების სიმძიმეზე საუბარი ძნელია” – გეჯაძე

“არ არის მოტეხილი ზედა კიდური. არსად არ მითქვამს მე, რომ ნეკნები, მკერდის ძვალი ან კიდური აქვს მოტეხილი. სხივ-მაჯის სახსარში არაფიზიოლოგიური განლაგება არ მიუთითებს, რომ რადგან მოხრილია, ადგილი ჰქონდა მოტეხილობას.

გვამის კვლევის დროს მოტეხილობებს ადგილი არ ჰქონია. შემიძლია გითხრათ ერთადერთი – ფოტო მასალით დაზიანებების სიმძიმეზე საუბარი ძნელია. სხეული და სახის მიდამო მოსვრილი აქვს ქვიშით, სხვა საგნებით და მცენარეებით.”-აცხადებს ექსპერტი გეჯაძე

Facebook Comments

ახალი დადებული