ანზორბიჭუნა, პუტინის მოსვლამდე არაფერი გეტკინოთ, ამაზე კარგი ლოცვა რა გინდათ?!

წინ ქატოს მენიუ გველოდება. აი ასე მაგალითად -ფქვილი იქა, ქატო აქა, ჩვენთან ხომ ყველაფერი უკუღმა,-ასე ეხმაურება „კანონი და სამართალის დამფუძნებელი“ თაკო ჩარკვიანი „დემოკრატიული მოძრაობის“ ლიდერის, ნინო ბურჯანაძის შვილის, ანზორ ბიწაძის განცხადებას იმის თაობაზე, რომ თაკო ჩარკვიანს არჩევნებში შანსი არ აქვს.  

“ედინაია რასიას” ანუ “ედინაია გრუზიას” პარტიის ლიდერის ( ბურჯანაძის) შვილმა ( სინ პალკა) თქვა “ ეს სიბრძნე”, აი იმ ხაჭაპურ ნაჭამმა “ბავშვმა”, დედას რომ უთხრა “ რუსის ჯარი შემოვიყვანოთ და 500 კაცი თუ მოკვდება არაფერია, მერე მიშა გრუ-ს ჯარს ელაპარაკოსო”…  ეჰ “ანზორიკობიჭუნავ”, ( ვარსკვლავბიჭუნა მინდოდა მეთქვა) ახლა უკვე დიდი ბიჭი ხარ, რომ არ იცოდე, რომ შენ და თქვენმა პარტიამ მხარი რომ დამიჭიროთ, დავფიქრდები, ასეთი რა ჩავიდინე, ასეთი სამარცხვინო ჩემი ქვეყნის წინაშე, – წინ ჩემო ქვეყანავ !!! წინ ქატოს მენიუ გველოდება. აი ასე მაგალითად -ფქვილი იქა, ქატო აქა, ჩვენთან ხომ ყველაფერი უკუღმაა ჰოდა, პუტინის მოსვლამდე არაფერი გეტკინოთ “ ანზორბიჭუნა” ამაზე კარგი ლოცვა რა გინდათ?! მართლა გულწრფელად გლოცავ.

p.s. აბა ჰე , გაჭირვებულ ხალხთან რომ მიხვალ წინასაარჩევნოდ პურის წაღება და ჩამორიგება არ დაგავიწყდეს, რადგან თქვენგან ქატონაჭამ შენს თაობას დღემდე მისი – ობის გემო ახსოვს და მომავალში დარწმუნებული ვარ, იმ გემოს გახსენება და გამეორება არ, აღარ მოუნდებათ!“-წერს თაკო ჩარკვიანი. 

Facebook Comments

ახალი დადებული