დონალდ ტრამპი: აშშ არ იხურება და არასდროს დაიხურება

აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა განაცხადა, რომ აშშ არ იხურება და არასდროს დაიხურება.

„კორონავირუსს 130 000 ადამიანი ემსხვერპლა. ვფიქრობ, სიკვდილიანობის მაჩვენებელი 2.5-3 მილიონი შეიძლება ყოფილიყო. ჩვენ ასობით ათასი ადამიანის სიცოცხლე გადავარჩინეთ“, – განაცხადა აშშ-ის პრეზიდენტმა.

დონალდ ტრამპის თქმით, ქვეყანამ სწორი ნაბიჯები გადადგა კორონავირუსთან ბრძოლის კუთხით.

„ახლა ქვეყნის გახსნის დროა. იქ, სადაც ალი გაჩნდება, მას ჩავაქრობთ, თუმცა ჩვენი სკოლები უნდა გავხსნათ. ჩვენ არ ვიხურებით. ჩვენ არასდროს დავიხურებით“, – დასძინა დონალდ ტრამპმა.

ბოლო მონაცემებით, აშშ-ში ეპიდემიის გავრცელებიდან დღემდე კორონავირუსის 3 062 558 შემთხვევა გამოვლინდა. გარდაცვლილთა საერთო რაოდენობა კი 133 475 შეადგენს.

Facebook Comments

ახალი დადებული