ლაშა ნაცვლიშვილი: ჯოჯოხეთის არქიტექტორები, ეს ჯოჯოხეთის მოციქულები, მაჯლაჯუნები დღეს საქართველოს მოსახლეობას საკუთარ თავს „ქართული ოცნების“ ალტერნატივად სთავაზობენ

ხალხმა, რომლისთვისაც სიცრუე და ძალადობა იყო მთავრი ინსტრუმენტი, სიცრუედ და ძალადობად, 8 წლისთავზე იგივე ფიგურანტები, იგივე სახეები, დროის მანქანით, გამოდიან და ქართულ ოცნებას „ამხელენ“ იმაში, რაც „ქართულ ოცნებას“ არასდროს ჩაუდენია და იმედი მაქვს, რომ არც ჩაიდენს, – ამის შესახებ ტელეკომპანია „იმედის“ გადაცემაში „არენა“ „ქართული ოცნების“ კონსულტანტმა საზოგადოებასთან ურთიერთობის საკითხებში, ლაშა ნაცვლიშვილმა განაცხადა.

მისი თქმით, ჯოჯოხეთის არქიტექტორები, ჯოჯოხეთის მოციქულები, საქართველოს მოსახლეობას საკუთარ თავს „ქართული ოცნების“ ალტერნატივად სთავაზობენ

„ამიტომ, ყველა საუბარი იმაზე, რომ „ნაციონალურმა მოძრაობამ“ გააანალიზა საკუთარი შეცდომები, როდესაც სანდრა რულოვსი თვალცრემლიანი ამბობს, რომ მიშა შეიცვალა, მიშამ გაითვალისწინა, ეს მტკნარი სიცრუეა. ეს რომ ასეა, ამას მე კი არა, ის დროში დამთხვევა აჩვენებს, როდესაც ერთ ეთერში, თქვენ, ჟურნალისტები ჰყვებით არა ვარაუდს, არა – „ქართული ოცნების“ ან პოლიტიკური პარტიის რაღაც ტიპის ნარატივს, არამედ – კანონიერ ძალაში შესული განაჩენებით, პრეუდიციულად დადგენილ ფაქტებს. ამას თუ დავამატებთ იმას, რომ გერმანიამ გადმოგვცა ამ დანაშაულის ერთ-ერთი მთავარი ინიციატორი, ეს ნიშნავს იმას, თუ რაოდენ მყარია ის მტკიცებულებები, რომელიც საქართველოს გენერალურმა პროკურატურამ წარუდგინა გერმანულ მხარეს”,-განაცხადა ლაშა ნაცვლიშვილმა.

Facebook Comments

ახალი დადებული