მსოფლიო ბანკი: საქართველოს კორონავურუსთან წარმატებულ ბრძოლაში მსოფლიო ბანკი დაეხმარა

მსოფლიო ბანკის ოფიციალურ ვებგვერდზე გამოქვეყნდა ვიდეორგოლი, რომელშიც თბილისის რესპუბლიკური საავადმყოფოს ექიმები ახალი კორონავირუსის წინააღმდეგ ბრძოლის შესახებ საუბრობენ.

საიტზე მითითებულია, რომ მსოფლიო ბანკი იყო ერთ-ერთი პირველი ორგანიზაცია, რომელმაც კორონავირუსთან წარმატებულ ბრძოლაში საქართველოს მხარდაჭერა აღმოუჩინა.

მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, ბანკის მიერ „კოვიდ-19“-ზე რეაგირების საგანგებო ღონისძიებების პროექტის ფარგლებში გამოყოფილი 80 მლნ. აშშ დოლარის ფინანსური მხარდაჭერით, საქართველოს მთავრობამ შეიძინა 250 000 „პისიარ“ ტესტი და ასევე, ანტისხეულზე და ანტიგენზე დამყარებული 147 000 სწრაფი ტესტი.

Facebook Comments

ახალი დადებული