როგორ გავაგრილოთ ოთახი კონდიციონერის გარეშე?

გარემოს ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით, 9 ივლისამდე საქართველოში ჰაერის მაღალი ტემპერატურა შენარჩუნდება. დასავლეთ საქართველოს დაბლობ რაიონებში ჰაერის მაქსიმალურმა ტემპერატურამ შესაძლებელია 40, 42, მთიან რაიონებში 35, 37, ხოლო შავი ზღვის სანაპირო ზოლში 33, 35 გრადუსს მიაღწიოს. აღმოსავლეთ საქართველოში 7-8 ივლისს ჰაერის მაქსიმალური ტემპერატურა ბარში 34, 39, მთიან რაიონებში კი 29, 34 გრადუსის ფარგლებშია მოსალოდნელი.

მაღალი ტემპერატურა რისკის შემცველია და შესაძლოა, ქრონიკული, კანისა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების გამწვავების მიზეზი გახდეს, ამიტომ  ზაფხულის სიცხეებით შეწუხებულ ადამიანებს ოთახში ჰაერის ტემპერატურის დასაწევად სასარგებლო რჩევებს ვთავაზობთ.

ყინული

Поставить миску со льдом перед вентилятором: как охладить ...

ჩვეულებრივი ვენტილატორი, უბრალოდ, ჰაერს ატრიალებს და ზოგჯერ აცხელებს კიდეც ოთახს. თუმცა, შესაძლებელია ნებისმიერი ვენტილატორის ნამდვილ კონდიციონერად გადაკეთება.
ვენტილატორის წინ დადეთ პლასტიკური ბოთლები გაყინული წყლით. 5-10 წუთში ოთახში ტემპერატურა დაიწევს.
თუ ვენტილატორი არ გაქვთ, პლასტიკურ ბოთლში გაყინული წყალი კი გააგრილებს ოთახს, მაგრამ არა ისე სწრაფად, როგორც პირველ შემთხვევაში.

ჰაერის დატენიანება

Увлажнение воздуха – адиабатические, изотермические ...

პულველიზატორიან ბოთლში ჩაასხით წყალი და პერიოდულად გააფრქვიეთ ჰაერში. თუმცა, ნუ გადააჭარბებთ, ოთახში ობი რომ არ გააჩინოთ.

სველი ფარდები

Стираем шторы по правилам: гладим их мокрыми и другие советы ...

ფანჯრებზე ჩამოაფარეთ ისეთი ფარდები, რომლებიც ოთახში მზის სხივებს არ შემოუშვებს. პერიოდულად კი მათაც შეასხურეთ ცივი წყალი.

გაყინული ტექსტილი

Больше 7 тысяч банных полотенец из Китая задержали на Иркутской ...

გაყინეთ პირსახოცი, ზეწარი და ჩამოკიდეთ ოთახში. სანამ ისინი “გათბებიან”, ოთახი გაგრილდება.

სველი დალაგება

Влажная Уборка в Квартире - Клининговая Компания KhlopotNet

ცხელ დღეებში ხშირად მოწმინდეთ იატაკი სველი ტილოთი. აგრეთვე, თაროები, კარებისა და ფანჯრების რაფები.

ელექტრომოწყობილობები

Попрощаться с пластмассой, или 10 простых шагов для спасения ...
თუ არ გჭირდებათ, ზედმეტად ნუ ჩართავთ ელექტრონიკას. ისინი ზაფხულში დამატებით სიმხურვალეს გამოსცემენ.

ნათურები

Как выкрутить из патрона цоколь от лампочки | otdelka.bitballoon.com
ჩვეულებრივი ნათურები ენერგიის დამზოგველით შეცვალეთ. 100-ვატიან ნათურას ოთახში 1 გრადუსით შეუძლია ტემპერატურის მომატება.

ორპირი ქარი

Прочь стереотипы: сквозняк в машрутке - ulvovi.info

ცოტა ხნით ყველა ფანჯარა და კარი გააღეთ, ჰაერი “დატრიალდება” და ტემპერატურა დაიწევს.

Facebook Comments

ახალი დადებული