Advertisements

შოთა გულბანი – უცხოელმა ექსპერტებმა დაადასტურეს ხელისუფლების მიდგომა, რომ გადასახადების შემცირება არის პოპულისტური განაცხადი და ეს მრავალ პრობლემას გამოიწვევს

უცხოელმა ექსპერტებმა დაადასტურეს ჩვენი და ზოგადად ხელისუფლების მიდგომა, რომ გადასახადების კიდევ უფრო შემცირება არის პოპულისტური განაცხადი და ეს მრავალ პრობლემას გამოიწვევს როგორც ფისკალური მიზნების განხორციელებაში, ისე ზოგადად მთლიანობაში, ეკონომიკაში, – ამის შესახებ თსუ-ს ანალიზისა და პროგნოზირების ცენტრის გამგეობის წევრმა, შოთა გულბანმა მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული შეხვედრის შემდეგ განაცხადა, რომელზეც საერთაშორისო ექსპერტებმა, რომლებიც USAID-ის მხარდაჭერით, საქართველოს პოსტკრიზისულ ეკონომიკურ გეგმაზე მუშაობენ, პრეზენტაცია წარადგინეს.

შეხვედრაში, რომელსაც ფინანსთა მინისტრი ივანე მაჭავარიანი და ეკონომიკურ საკითხებში პრემიერ-მინისტრის მრჩეველი ბექა ლილუაშვილი უძღვებოდნენ, ადგილობრივი ექსპერტები და კვლევითი ორგანიზაციების წარმომადგენლები მონაწილეობდნენ.

როგორც შოთა გულბანმა აღნიშნა, ძალიან მნიშვნელოვანია, რომ მთავრობის მხრიდან ხდება ადგილობრივი ექსპერტების მოსაზრებების გათვალისწინებაც და პირდაპირი დიალოგი არსებობს საერთაშორისო ექსპერტებთან, რომლებიც ამ საკითხებზე მუშაობენ.

„ჩემთვის, მაგალითად, საინტერესო იყო, ფისკალური ადმინისტრირების ნაწილში, რა შესაძლებლობები არსებობს საქართველოში გადასახადების კიდევ უფრო შემცირების თვალსაზრისით, რადგან ეს არის ძალიან აქტუალური საკითხი. ჩვენ გამუდმებით ვუსმენთ ამ საკითხთან დაკავშირებით კომენტარებსა და დისკუსიას საპარლამენტო ტრიბუნებიდან. უცხოელმა ექსპერტებმა დაადასტურეს ჩვენი და ზოგადად ხელისუფლების მიდგომა, რომ გადასახადების კიდევ უფრო შემცირება არის პოპულისტური განაცხადი და ეს მრავალ პრობლემას გამოიწვევს, როგორც ფისკალური მიზნების განხორციელებაში, ისე ზოგადად მთლიანობაში, ეკონომიკაში. მით უმეტეს, მოგეხსენებათ, რომ ამ პანდემიურ პერიოდში მრავალი ვალდებულება წარმოექმნა სახელმწიფოს როგორც სოციალური, ისე ეკონომიკური მიმართულებით“, – განაცხადა შოთა გულბანმა.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული