წინანდალში, სასტუმრო „რედისონში“ ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა

წინანდალში, სასტუმრო „რედისონში“ ხანძარი ლიკვიდირებულია. ცეცხლი ღამით, სასტუმროს მე-5 სართულზე მდებარე საუნაში გაჩნდა. შედეგად, ოთხი ერთეული ფართი დაიწვა.

სასტუმროს გენერალური დირექტორის განცხადებით, უსაფრთხოების სისტემამ კარგად იმუშავა და დამსვენებლების უსაფრთხო ადგილზე გადაყვანა მალევე მოხერხდა, ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა. 

ცეცხლს 10-მდე სახანძრო მანქანა აქრობდა. ხანძრის გამომწვევი მიზეზი ამ დრომდე უცნობია. 

Facebook Comments

ახალი დადებული