გახარია: აღმოვაჩინოთ საქართველო და ვიყოთ საუკეთესო გიდები სტუმრებისთვის

შიდა ტურიზმის განვითარების ხელშეწყობის მიზნით ახალი პროგრამა დაიწყო – იმოგზაურე საქართველოში. ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებამდე განაცხადა.

მისი თქმით, პანდემიის პირობებში საქართველოს მოქალაქეებმა კიდევ ერთხელ უნდა აღმოაჩინონ საკუთარი ქვეყანა, ნახონ ის ადგილები, რომლებზეც სმენიათ და წაუკითხავთ.

„როდესაც სრულად გაიხსნება საერთაშორისო ტურიზმი, მოვემზადოთ იმისთვის, რომ საუკეთესო გიდები ვიყოთ ჩვენი სტუმრებისთვის, საერთაშორისო ვიზიტორებისთვის. ეს დრო აქტიურად უნდა გამოვიყენოთ. პირველ რიგში, მივეხმაროთ ტურიზმის დარგს, რომელიც ყველაზე მეტად დაზარალდა. ჩვენს რეგიონებს, რომლებიც ტურისტულად მნიშვნელოვანი იყვნენ, კრიზისისგან გამოწვეული პრობლემები მაქსიმალურად შევუმსუბუქოთ. ეს არის უდიდესი შესაძლებლობა, ოჯახის წევრებთან ერთად კიდევ ერთხელ აღმოვაჩინოთ საქართველო, ის ადგილები, რომლებზეც გვსმენია, წაგვიკითხავს, მაგრამ არასდროს გვინახავს“,- აღნიშნა გიორგი გახარიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული