გია აბაშიძე: კრიმინალურ ნაცოპოზიციას ამინდის პროგნოზიც არ დაეჯერებათ

მავნებელი ნაცოპოზიცია და მისი მარიონეტები მედიაში ორი დღეა ცდილობენ შემოგვასაღონ, რომ აშშ-ის კონგრესმა საქართველოს სანქციები დაუწესა. ესაა დიდი ტყუილი და შალიკოს ფანჩატურის ნაცოპოზიციის მორიგი ბლეფი,- ამის შესახებ ანალიტიკოსი გია აბაშიძე სოციალურ ქსელში წერს.

მისი თქმით, საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას, “ფრონტერას” და შალიკოს “ფანჩატურელების” მავნებელობა ვერ დააზიანებს.

,,აშშ-ის წარმომადგენელთა პალატაში, ასიგნებების კომიტეტის მიერ წარდგენილ კანონპროექტში აღნიშნულია, რომ საქართველო 2021 წელს დახმარების სახით არანაკლებ $132 025 000 მიიღებს. თუმცა ამ დახმარების 15 პროცენტის საქართველოსთვის გადაცემა შესაძლოა, შეჩერდეს. კრიმინალური ნაცოპოზიცია ლობისტური საქმიანობის შედეგად, ცდილობს ამერიკულ კანონპროექტში საქართველოსთვის დამაზიანებელი დეფინიციები მოხვდეს. დიდი ალბათობით, ეს არ იქცევა კანონად. ჯერ მხოლოდ კანონპროექტია, განხილვის საწყის ეტაპზე. ცალკეული კონგრესმენების აქტივობა ლობისტების მეშვეობით განწირულია ფიასკოსათვის. მარტივად – რასაც კრიმინალური ნაცოპოზიცია ამბობს, პირიქითაა. ეს არის და ეს. მათ ამინდის პროგნოზიც არ დაეჯერებათ. ვერც “ფრონტერას” და ვერც შალიკოს “ფანჩატურელების” მავნებელობა ვერ დააზიანებს საქართველოსა და აშშ-ის სტრატეგიულ პარტნიორობასა და მეგობრობას“,- წერს გია აბაშიძე

Facebook Comments

ახალი დადებული