ერთი “ფეიკსიუჟეტის” შედეგი – დათო მათიკაშვილის მამას გულის მძიმე ოპერაციას უკეთებენ

Nusagi

“ქართული ოცნების” წევრი, დეპუტატი უმრავლესობიდან რატი იონათამიშვილი სოციალურ ქსელში წერს, რომ დავით მათიკაშვილის მამას ამ წუთებში გულის მძიმე ოპერაციას უკეთებენ.

“ერთი კონკრეტული “ფეიკსიუჟეტის”, კონკრეტული ტყუილის, კონკრეტული შედეგი – დათო მათიკაშვილის მამას ირაკლი მათიკაშვილს, ამ წუთებში, თბილისის მედიცინის ინსტიტუტში გულის მძიმე ოპერაციას უკეთებენ. დარწმუნებული ვარ, კვალიფიციური ექიმების დახმარებით, კარგად იქნება, მაგრამ რაიმე ადამიანური ხომ უნდა გააჩნდეს ყველას, რომ რაღაცის დაბრალებით ადამიანები არ დააავადმყოფონ და არ მოკლან?! და მხოლოდ იმიტომ, რომ მისი შვილი დეპუტატია და ნებისმიერი გზით გინდა მისი გაშავება?!” – წერს რატი იონათამიშვილი.

Facebook Comments
%d bloggers like this: