თამთა მეგრელიშვილი: ინფორმაცია, რომ აშშ-ის კონგრესმა კანონში სანქციების დაწესების შესახებ შესწორებები შეიტანა, სიცრუეა

Nusagi

იურისტი თამთა მეგრელიშვილი სოციალურ ქსელში სტატუსს აქვეყნებს და ეხმიანება ინფორმაციას, თითქოს აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტში კიდევ რამდენიმე შენიშვნა უნდა შევიდეს.

მისივე თქმით, ინფორმაცია, რომ აშშ-ის კონგრესმა კანონში სანქციების დაწესების შესახებ შესწორებები შეიტანა, სიცრუეა.

,,მაშინ, როცა ამერისა და საქართველოს სტრატეგიული პარტნიორობა უმაღლეს ნიშნულზეა,არსებობს ნატო-სთან მჭიდრო თანამშრომლობა, ორპარტიული მხარდამჭერი აქტი და ა.შ, აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტი, სადაც საქართველოსთან დაკავშირებით მხოლოდ რამდენიმე შესწორებაა ინიცირებული არ არის არც კონგრესის და არც სახელმწიფო დეპარტამენტის ოფიციალური პოზიცია. შესაბამისად არასერიოზულია იმაზე მსჯელობა, რომ ეს იდეა რაიმე სერიოზულ დოკუმენტად იქცევა. ფეიკ – მანიით დაავადებულებო, მესმის, რომ არჩევნებში გამარჯვების იმედზე სარკის წინ საკუთარ თავსაც ვეღარ უტყდებით მაგრამ ნერვების დასამშვიდებლად მწვანე ჩაისთან ერთად იქნებ საარჩევნოდ ფეიკ საარჩევნო პროგრამების შედგენაზე გადაერთოთ. “ფეიკ მეიქერობაზე” საავტორო უფლებები ბოლომდე თქვენია”,- წერს თათა მეგრელიშვილი.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: