Advertisements

ირმა ჭკადუა: აფრასიძეების საქმეზე ბარამიძე, სააკაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი უნდა დაისაჯონ

გენერალურ პროკურატურაში დოდო აფრასიძის და ირაკლი შოთაძის შეხვედრა მიმდინარეობს. მხარეები სვანეთის ოპერაციაზე მსჯელობენ, რა დროსაც აფრასიძეების ოჯახის რამდენიმე წევრი მოკლეს. დოდო აფრასიძე მომხდარის გამო პასუხისმგებელი პირების დასჯას ითხოვს.

შეხვედრის დაწყებამდე განცხადება აფრასიძის ადვოკატმა, ირმა ჭკადუამ გააკეთა.

„ვგულისხმობ ადამიანებს, რომლებიც პირდაპირ და ირიბად იყვნენ ჩართულნი სპეცოპერაციაში, რომელსაც ჩვენ დავარქვით ომი ერთი ოჯახის წინააღმდეგ, ვინაიდან ვიცით, რომ 12 ვერტმფრენი და 2 ათასი შეიარაღებული ადამიანი მონაწილეობდა. ბატონები ბარამიძე, სააკაშვილი, ადეიშვილი და მერაბიშვილი ეს ის მაღალჩინოსნები არიან, რომლებიც ატარებდნენ ბრიფინგებს და ქვეყანას ამცნობდნენ, რომ ამოღებულია აფრასიძეების ეზოდან გვამები კალაძის, გოგინაშვილის ჩვენ ვიცით, რომ ეს ინფორმაცია სიმართლეს არ შეესაბამება. ვითხოვთ პასუხებს და მათ დასჯას თუკი არ დაისჯებიან, ჩვენ გვინდა მოვისმინოთ, რომ სახელმწიფო უარს ამბობს ოჯახის მიმართ მართლმსაჯულების განხორციელებაზე”, – განაცხადა ჭკადუამ.

სვანეთში 2004 წელს ჩატარდა სპეცოპერაცია, რომლის შედეგადაც დაიღუპნენ ევგენი და ომეხ აფრასიძეები, გოჩა და შმაგი აფრასიძეები კი დააპატიმრეს. გოჩა აფრასიძეს მისჯილი ჰქონდა 19-წლიანი პატიმრობა სხვადასხვა მუხლის შეკრების შედეგად, შმაგი აფრასიძეს კი 17-წლიანი პატიმრობა. აქედან მათ 9 წელი მოიხადეს და 5 წლის წინ, ხელისუფლებაში „ქართული ოცნების“ მოსვლის შემდეგ გათავისუფლდნენ.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული