მუხრანში მამის და ბაბუის მკვლელობის ბრალდებით 1 პირი დააკავეს

მუხრანში მამის და ბაბუის მკვლელობის ბრალდებით პოლიციამ 1992 წელს დაბადებული, წარსულში სხვადასხვა დანაშაულისთვის ნასამართლევი გ.ო დააკავა. ამის შესახებ ინფორმაციას შინაგან საქმეთა სამინისტრო ავრცელებს.

უწყების ცნობით, ბრალდებულმა მიმდინარე წლის 7 ივლისს, საკუთარ საცხოვრებელ სახლში, მამას – 1968 წელს დაბადებულ ა.ო.-ს და ბაბუას – 1945 წელს დაბადებულ გ.ო.-ს ცივი იარაღით სხეულზე მრავლობითი ჭრილობა მიაყენა და შემთხვევის ადგილიდან მიიმალა. მიყენებული დაზიანებების შედეგად, ორივე დაჭრილი მამაკაცი გარდაიცვალა.

სამართალდამცველებმა გ.ო. 9 ივლისს, მუხრანში დააკავეს.

გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 109-ე მუხლის, მე-3 ნაწილით მიმდინარეობს, რაც 2 ან მეტი პირის დამამძიმებელ გარემოებაში ჩადენილი განზრახ მკვლელობას გულისხმობს.

დანაშაული 16-დან 20 წლამდე ან უვადო თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

Facebook Comments

ახალი დადებული