ოკუპირებული ცხინვალის КГБ აცხადებს, რომ ქართველი ძალოვანები დავით ქაცარავაზე ზეწოლას ახორციელებენ

Nusagi

ოკუპირებული ცხინვალის სპეცსამსახურები დავით ქაცარავას მოუწოდებს, შეატყობინოს ქართველი სამართალდამცველების მიერ მის მიმართ განხორციელებული პროვოკაციების შესახებ,- წერს m.sputnik-ossetia ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ-ს პრესსამსახურის 8 ივლისის განცხადებაზე დაყრდნობით.

ე.წ. სამხრეთ ოსეთის КГБ აცხადებს, რომ ქართველი სამართალდამცველები ზეწოლას ახორციელებენ არასამთავრობო ორგანიზაციებზე, მათ შორის ორგანიზაციაზე „ძალა ერთობაშია“, რომლის ლიდერიც, დავით ქაცარავა „კონსტრუქციულ საქმიანობას ახორციელებს საზღვრის მიმდებარე ტერიტორიების გაშუქების კუთხით და საქართველოს მოსახლეობას ატყობინებს, სად გადის სახელმწიფო საზღვრის ზოლი“.

ე.წ. უშიშროების კომიტეტი აცხადებს, რომ ქართველი ძალოვანები თავიანთ არასამთავრობო ორგანიზაციებზე ახორციელებენ ზეწოლას, რადგან ისინი „ორი ქვეყნის საზღვარზე არსებულ მდგომარეობას ობიექტურად აშუქებენ“. სპეცსამსახურმა მოუწოდა ქართულ არასამთავრობოებს, წარადგინონ ცნობები მათ მიმართ განხორციელებული პროვოკაციების შესახებ, აღნიშნული ფაქტების შესასწავლად.

„მანამდე, პატრიოტულად განწყობილი ქართული არასამთავრობოები რეგულარულად აქვეყნებდნენ საზღვრის მიმდებარე ტერიტორიებზე არსებული სიტუაციების შესახებ ობიუქტურ ინფორმაციას. ორგანიზაცია „ძალა ერთობაშია“ და მისი ლიდერი დავით ქაცარავა საქართველოს მოსახლეობას ზუსტად ატყობინებდა, სად გადის ორ ქვეყანას შორის საზღვარი“,-აღნიშნავენ კომიტეტში.

უწყებას მაგალითად მოყავს 28 ივნისი, როდესაც „ძალა ერთობაშია-ს“ წარმომადგენლებმა ზნაურის რაიონში „სამხრეთ ოსეთისა და საქართველოს საზღვარზე მოიპოვეს მონაცემები, შემდეგ კი, ქაცარავამ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე განათავსა ვიდეორგოლი ქართველი მომხმარებლებისთვის, რომელშიც თვალნათლივ აჩვენა სახელმწიფო საზღვრის მონაკვეთი. ქაცარავამ განაცხადა, რომ საქართველოს ხელისუფლება აქტივისტების გადაადგილებას და საზღვრისპირა ტერიტორიაზე სიტუაციის მონიტორინგს ხელს უშლის.

„სახელმწიფო უშიშროების კომიტეტი დადებითად აფასებს ქართული არასამთავრობოების მოღვაწეობას და მათი ლიდერების აქტიურობას, რომელიც მიმართულია თბილისის რეჟიმისა და მათი დასავლელი პატრონების სპეცორგანოების მოქმედებების გასაშუქებლად. КГБ მიმართავს საქართველოს მოსახლეობას- საკუთარი ქვეყნის პატრიოტებს, საქართველოს შსს-ს, სუს-ისა და თავდაცვის სამინისტროს, ასევე ამერიკელი და ევროპელი მრჩეველების ნებისმიერი პროვოკაციული მოქმედების შესახებ დაუყოვნებლივ აცნობონ სამხრეთ ოსეთის მხარეს“,-ნათქვამია პრეს-ცენტრის განცხადებაში.

m.sputnik-ossetia.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: