პრეზიდენტისთვის მიუღებელია თორნიკე შენგელიას მოსკოვის „ცსკაში“ გადასვლა

საქართველოს პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი სოციალური ქსელის ოფიციალურ გვერდზე საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის თორნიკე შენგელიას მიერ მოსკოვის „ცსკა“-ში გადასვლასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებას გამოეხმაურა.

„ჩემთვის სამწუხარო და როგორც საქართველოს პრეზიდენტისთვის მიუღებელია, საქართველოს საკალათბურთო ნაკრების კაპიტნის გადაწყვეტილება მოსკოვის „ცსკაში” გადასვლასთან დაკავშირებით“, – აცხადებს საქართველოს პრეზიდენტი.

ცნობისთვის, თორნიკე შენგელია მოსკოვის CSKA-ს კალათბურთელია. საქართველოს ეროვნული ნაკრების კაპიტანმა რუსულ კლუბთან 3 წლიანი ხელშეკრულება გააფორმა.

„მე ვარ თორნიკე შენგელია, საქართველოს სულის მატარებელი ესპანეთშიც, ამერიკაშიც, რუსეთშიც, სადაც არ უნდა ვიყო“, – განაცხადა „რუსთავი 2″-ის ეთერში შენგელიამ.

Facebook Comments

ახალი დადებული

%d bloggers like this: