საბერძნეთმა საქართველოს საზღვარი გაუხსნა

საბერძნეთმა ევროკავშირის 14 არაწევრი ქვეყნისთვის საზღვრები გახსნა. ამის შესახებ ინფორმაციას schengenvisa.info ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, 14 ქვეყანას შორის არის საქართველო.

საქართველოს გარდა საბერძნეთის საზღვარი ღიაა შემდეგი ქვეყნებისთვის: ალჟირი, ავსტრალია, კანადა, იაპონია, მონტენეგრო, მაროკო, ახალი ზელანდია, რუანდა, სამხრეთ კორეა, ტაილანდი, ურუგვაი, ტუნისი და ჩინეთი (ჩინეთი იმ პირობით, თუ ისიც გახსნის საზღვარს).

ცნობისთვის, საქართველოს მთავრობამ გუშინ საკოორდინაციო საბჭოს სხდომა გამართა, სადაც მიიღეს გადაწყვეტილება, რომ საქართველო ევროკავშირის 5 ქვეყანას უხსნის საზღვარს. 

საქართველოს ხელისუფლებამ კორონავირუსის გავრცელების პრევენციის მიზნით საზღვრები სრულად მარტის შუა რიცხვებში ჩაკეტა.

Facebook Comments

ახალი დადებული