“საერთოდ არ მაინტერესებს ვინ არის კაწრო, მასალებიდან მისი კავშირი არ იკვეთება საქმესთან”- შაქარაშვილის ბიძა

საერთოდ არ მაინტერესებს ვინ არის კაწრო, რა კავშირი აქვს რომ. საქმის მასალებიდან მისი კავშირი არ იკვეთება საქმესთან. მე ვვარაუდობ, იკითხება იმის გამო, რომ დაიდგა ტელეშოუები, თითქოს გარდაცვლილი ბავშვები 4 დღე ვიღაცას დაჰყავდა სამარშრუტო ტაქსით და რაღაც სრული იდიოტიზმი. რამდენადაც მე ვიცი, ყველა იდენტიფიცირებულია და ტარდება ამომწურავი მოქმედებები.”

ამის შესახებ ნიკოლაძემ ჟურნალისტებთან საგამოძიებო უწყებაში ავთანდილ ბილანიშვილის, იგივე “კაროს” დაკითხვასთან დაკავშირებით განაცხადა.

შეგახსენებთ, მას შემდეგ, რაც “მთავარმა არხმა“ გაავრცელა ვიდეომასალა, სადაც ჩანს, „ტოიოტა ქამრის“ მარკის ავტომანქანიდან ჩამოსვლის შემდეგ როგორ ხვდება გურამ ამირხანაშვილს უცნობი პირი და მას რამდენიმე წუთის განმავლობაში ესაუბრება, იყო ვარაუდი, რომ აღნიშნული პირი სწორედ “კაწროა”. ამიტომ, გამოძიებამ ამ ვიდეოკადრების გამო ის გუშინ დაკითხა. 

Facebook Comments

ახალი დადებული