Advertisements

შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ადგილზე დახვდა tv-პირველის ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი

ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტმა, თამთა დოლენჯაშვილმა 112-ში ჩხუბთან დაკავშირებით ცრუ შეტყობინება გააკეთა,-ამის შესახებ შსს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაშია ნათქვამი.

განცხადებაში აღნიშნულია, რომ მოქალაქე, რომელიც ცრუ შეტყობინებას გზავნის, უნდა აცნობიერებდეს, რომ შესაძლოა ამ დროს გადაუდებელი დახმარება სხვას რეალურად სჭირდებოდეს.

„შინაგან საქმეთა სამინისტროს საზოგადოებრივი უსაფრთხოების მართვის ცენტრ 112-ში შემოვიდა ზარი მოქალაქის მიერ, რომელმაც გააკეთა შეტყობინება ჩხუბთან დაკავშირებით. შემთხვევის ადგილზე მისულ პოლიციას ადგილზე დახვდა ტელეკომპანია პირველის ჟურნალისტი თამთა დოლენჯაშვილი, რომელმაც განაცხადა, რომ მან გააკეთა ცრუ შეტყობინება. მისივე თქმით, შაქარაშვილის საქმესთან დაკავშირებით ჩაატარა ექსპერიმენტი.
რომ არაფერი ვთქვათ მოქალაქეობრივ პასუხისმგებლობაზე და ელემენტარულ მედია სტანდარტზე, მაშინ როდესაც ცრუ შეტყობინებას აკეთებს ნებისმიერი მოქალაქე, მინიმუმ იმას უნდა იაზრებდეს, რომ შესაძლოა ამ დროს გადაუდებელი დახმარება სხვას რეალურად სჭირდებოდეს“,-ნათქვამია შს სტრატეგიული კომუნიკაციების დეპარტამენტის განცხადებაში.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული