Advertisements

აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდასტურდა, რუსთავის საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა

 აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსი დაუდგინდა, 7 ივლისს საგამოცდო ცენტრში იმყოფებოდა,-ინფორმაციას “ინფო რუსთავი” ავრცელებს.

გამოცემის ცნობით, რუსთაველი აბიტურიენტების ნაწილი საკარანტინე სივრცეებში გადაჰყავთ.

როგორც საინფორმაციო სააგენტოს ერთ-ერთმა აბიტურიენტმა განუცხადა, მას ეპიდემიოლოგები უკვე დაუკავშირდნენ და კარანტინში გადაყვანის შესახებ ინფორმაცია მიაწოდეს.

აბიტურიენტი, რომელსაც კორონავირუსული ინფექცია დაუდასტურდა, გარდაბნის მკვიდრია და ვირუსით  ბებიისგან დაინფიცირდა. გოგონა რუსთავის საგამოცდო ცენტრში 7 ივლისს ქართული ენისა და ლიტერატურის გამოცდაზე იმყოფებოდა.

აღსანიშნავია, რომ რუსთავის საგამოცდო ცენტრში 7 ივლისს განათლების სამინისტროს წარმომადგენლებიც იმყოფებოდნენ.

დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის ხელმძღვანელმა, ამირან გამყრელიძემ საკითხთან დაკავშირებით დღეს განათლების სამინისტროში  ბრიფინგი გამართა. მისი თქმით, ინფიცირებული ახალგაზრდის ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და დადგენილია კონტაქტები.

არსებული ინფორმაციით, თავდაპირველად აბიტურიენტს სიცხე არ აღენიშნებოდა და კორონავირუსი მოგვიანებით დაუდგინდა.

Facebook Comments
Advertisements

ახალი დადებული