აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს გამოცდაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა

ერთ-ერთ აბიტურიენტს, რომელიც 7 ივლისს გამოცდაზე იმყოფებოდა, კორონავირუსი დაუდასტურდა. ამის შესახებ დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორმა ამირან გამყრელიძემ განათლების სამინისტროში გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.

ამირან გამყრელიძის თქმით, ინფიცირებული აბიტურიენტის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია. მისი კონტაქტები დადგენილია.

ეროვნული გამოცდები საქართველოში 6 ივლისს დაიწყო და 25 ივლისამდე გაგრძელდება.

Facebook Comments

ახალი დადებული