ანტონიუ გუტერეში – ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზის კუნძულები გახდა „ცხელი წერტილი“ კორონავირუსის პანდემიისთვის

ლათინური ამერიკა და კარიბის ზღვის აუზის კუნძულები გახდა „ცხელი წერტილი“ კორონავირუსის პანდემიისთვის, – ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა, ანტონიუ გუტერეშმა განაცხადა.

რამდენიმე ქვეყანას ერთ სულ მოსახლეზე მსოფლიო მასშტაბით ინფექციის ერთ-ერთი ყველაზე მაღალი მაჩვენებელი და შემთხვევათა რიცხვი აქვს. გაერო-სთვის განსაკუთრებული შეშფოთების საგანს ურბანული გავრცელება იწვევს, რადგანაც აღნიშნული ტერიტორია მსოფლიოში ყველაზე ურბანიზებული ზონაა. რეგიონის მოსახლეობის 80 პროცენტი ქალაქებში ცხოვრობს.

გაერო-ს პროგნოზით, მიმდინარე წელს რეგიონში მთლიანი შიდა პროდუქტი სავარაუდოდ 9.1 პროცენტით შემცირდება, რაც საუკუნის განმავლობაში ყველაზე მასშტაბური იქნება.

აღსანიშნავია, რომ ლათინური ამერიკის ქვეყნების სულ უფრო მეტი პოლიტიკური ლიდერი ინფიცირდება კორონავირუსული ინფექციით. ბრაზილიის პრეზიდენტის, ჟაირ ბოლსონარუსა და ვენესუელის სოციალისტური პარტიის ლიდერის, დიოსდადო კაბელოს შემდეგ, „კოვიდ-19“ ბოლივიის პრეზიდენტს, ჯანინ ანეს ჩავესს დაუდასტურდა.

Facebook Comments

ახალი დადებული